1. ამანათის ტრანსპორტირების ვადები

ხუთშაბათს აღმოსავლეთ ამერიკის დროით (EST) 17:00 საათამდე მოსული ამანათები ამერიკიდან ყოველ პარასკევს იგზავნება. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობაა 1 კვირაა. Shopzilla.ge პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში: ავიაკომპანიების მიერ რეისების გადადების ან დაგვიანების დროს, ტრანსპორტირებისას რომელიმე ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ ტვირთის შეჩერებისას.

2. დაზღვევა და დაზღვევის პირობები

2.1 ყველა ამანათი ავტომატურად დაზღვეულია(იხილეთ პუნქტი 2.2.)
2.2 სადაზღვეო პრემიის მაქსიმუმი 1 (ერთი) ამანათზე $100 USD (ასი ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში) და განაცხადიდან 30 დღეში დაიფარება.
2.2.1 შესაძლებელია ამანათის მეტი თანხით დაზღვევა
2.2.2 დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ ორიგინალი ფაქტურის მიხედვით.
2.3 დაზღვევის პოლისი ვრცელდება ამანათის ჩვენი ამერიკის ოფისში (3614 Canby dr. Philadelphia PA 19154) მოსვლიდან – საქართველოში მის კანონიერ მფლობელთან ჩაბარებამდე.
2.4 ტრანსპორტირების ამ ეტაპზე (იხილეთ პუნქტი 2.3, 2.6) ამანათი დაზღვეულია დაკარგვისგან ან გარეგანი დაზიანების შედეგად პროდუქციის დაზიანებისგან.
2.5 ამერიკის ოფისში გარეგანი დაზიანებით მიღებული ამანათი შემოწმდება შიგნით მოთავსებული პროდუქციის გარეგან დაზიანებაზე და შესაბამისი ინფორმაცია ამანათის მფლობელს მიეწოდება.
2.6 ჩვენს მომსახურებაში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.


3.0 ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა და გადახდის პირობები

3.1 ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხდება ამანათ(ებ)ის რეალური და მოცულობითი წონის თანაფარდობით.
3.1.1 თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით.
3.1.2 მოცულობითი წონა სანტიმეტრებში განისაზღვრება ამანათის სიგრძის, სიგანის და სიმაღლის გამრავლებით და 6000-ზე გაყოფით. ამგვარად, ფორმულით მიღებული გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $7.95 აშშ დოლარს 1კგ-ზე.


4.0 ამანათის წონის დამრგვალება

4.1. 500/გ-მდე(ხუთასი გრამი) ამანათების წონა დამრგვალდება 500/გ–მდე (ხუთასი გრამი) და მისი საფასური $ 4.00 შეადგენს.
4.1.1. ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის დამრგვალება არ მოხდება და გამოითვლება რეალური ან მოცულობითი წონის შესაბამისად.


5. ტრანსპორტირების საფასურის გადახდის პირობები

5.1. ტრანსპორტირების თანხა ამანათის მიღებამდე უნდა დაიფაროს.
5.1.1. ამანათები ამერიკიდან საქართველოში თანხის გადახდამდეც იგზავნება
5.1.2. სავარაუდო გასანბაჟებელი პროდუქციის ტრანსპორტირების საფასური საქართველოში გამოგზავნამდე უნდა დაიფაროს.
5.2. ტრანსპორტირების საფასურის გადახდა საბანკო გადარიცხვით ან საკრედიტო თუ საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
5.2.1 საბანკო გადარიცხვა "თიბისის" ბანკის ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის შპს "შოპზილა"–ს ანგარიშზე (მიმღები შპს "შოპზილა", საბანკო კოდი (მფო)220101844, ანგარიშის ნომერი GE77TB7437836080100001) ჩარიხვით უნდა განხორციელდეს.
5.2.3 ჩარიცხვის დროს ტრექინგის ნომრის ბოლო 8 ციფრი უნდა მიუნიშნოთ.

6. ამანათ(ებ)ის ზომაში შემცირება

6.1. ჩვენ ვიღებთს ამანათის გადაფუთვის ვალდებულებას, მისი მოცულობითი წონის შესამცირებლად.
6.1.1 გადაფუთვა გულისხმობს ამანათის საფოსტო ყუთის მუყაოს გადაკეცვას ზომის შესამცირებლად
6.1.2 ელექტრო ტექნიკის და ადვილად მსხვრევადი, ტეხვადი პრდუქციის ყუთების ზუმაში დაპატარავება უსაფრთხოების მიზნით არ ხდება.
6.1.3 არ ხდება პროდუქციის ორიგინალი ყუთის გადაჭრა და გადაკეცვა


7.0 საკურიერო მომსახურება
7.1 'შპს "შოპზილა" არ ახორციელებს საკურიერო მომსახურებას


8. განბაჟება

8.1. საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ერთი კალენდარული დღის განმავლობაში საფოსტო გზავნილის შემთხვევაში – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის(270–ე მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტი). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : http://www.mof.ge/
8.2. განბაჟება და განბაჟების პროცედურა მთლიანად მომხმარებელს ეკისრება.
8.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას Shopzilla.ge-ს, იმის გამო რომ მომხმარებელმა მომსახურების პირობები დაარღვია - პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება გააკეთა, აღნიშნული ჯარიმის გადახდა ეკისრება მომხმარებელს.


9. პასუხისმგებლობა შეზღუდული პროდუქცის ტრანსპორტირებაზე

9.1 Shopzilla.ge არ ახორციელებს ცეცხსასროლი იარაღის, ცეცხსასროლი იარაღის ნაწილების თუ აქსესუარების, ტყვია–წამლის და სხვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტისთვის შეზღუდული ან აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირება. ასევე 2011 წლის 1 იანვრიდან შეზღუდა შემდეგი პროდუქციის ტრანსპორტირება: ავტომობილის დამცავი ბალიშები (airbag), სუნამო, "სფრეი", საღებავი, ტოქსიკური ნივთიერებები, ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია, ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ. , ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია, ნაღდი ფული, მონეტები.
9.1.1 შემოთ აღნიშნული (9.1) პროდუქციის ჩვენს ამერიკის ოფისში მოხვედრის შემთხვევაში ამანათი დაუბრუნდება გამომგზავნს.
9.2 ზოგად ინფორმაციას იმ პროდუქციის შესახებ, რომლის იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოში აკრძალულია, მკაცრად შეზღუდულია ან შეზღუდულია და ექვებდებარება სახელმწიფო კონტროლს შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერძე http://www.mof.ge/
9.3 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში ჩვენი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე. თუ აკრძალული ტვირთი რაიმე გზით მაინც მოხვდება საჯარიმო სანქციის ობიექტი და ეს დარღვევა გამოიწვევს Shopzilla.ge-სთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავაკისროთ წარმოქმნილი მატერიალური ზარალი მომხმარებელს.