მადლობთ, რომ თქვენი ყურადღება ჩვენს კომპანიაზე შეაჩერეთ.
კომპანია “GMG WEST Inc. “ რეგისტრირებული და ლიცენზირებულია ქალაქ ფილადელფიაში 2012 წელს, როგორც საკურიერო გადამზიდავი.
ჩვენ ყოველთვის ვიცით როგორ ვნახოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან, რომელსაც თქვენ ვერ წყვიტავთ. ბედნიერი ვიქნებით გემსახუროთ, დავიმსახუროთ და მოვისმინოთ მადლიერების სიტყვები, რომელიც ჩვენმა წარმატებულმა თანამშრომლობამ გამოიწვია
კომპანია „GMG WEST Inc“ ვებ პორტალი www.shopzilla.ge გთავაზობთ ინტერნეტ შესყიდვის განსხვავებულ, უსაფრთხო, იოლად სამართავ ვებ პორტალს 24 საათიანი ტექნიკური დახმარებით.
სიახლე - ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ვებ გვერდები არაა მხოლოდ მაღაზიებია, რომლებიც სიდიდის, პოპულარობის ან კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, არამედ ყოველ მათგანთან გვაქვს ხელშეკრულება, რომლითაც თქვენს მიერ ნაყიდი ყოველი ნივთი იგივე ხარისხისაა როგორიც ამერიკის ტერიტორიაზე იყიდება.
უსაფრთხოება - ზემოთ აღნიშნული კონტრაქტით, მხოლოდ ჩვენს ვებ პორტალზე განთავსებული მაღაზიებში ნაყიდი ნივთები დაზღვეულია დაკარგვისაგან რა სახის კურიერით არ უნდა იყოს იგი გამოგზავნილი: USPS, UPS, DHL, FEDEX ან სხვა.
იოლად სამართავი ვებ პორტალი შეიქმნა, მხოლოდ ჩვენი მომხმარებლისთვის ინტერნეტ შეძენების მაქსიმალურად გასაადვილებლად. აქ დეტალურადაა ახსნილი ინტერნეტ ვაჭრობის ყველა ნიუანსი. აქვეა ვიდეო გაკვეთილი, რომელიც დაწვრილებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით როგორ უნდა მოძებნოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთი, გამოიყენოთ ფასდაკლების ბარათი ან კუპონი.
24 სთ ტექნიკური დახმარება თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი, რათა ჩვენ თქვენთვის სასურველ დროს, თუნდაც არა სამუშაო საათებში გაგიწიოთ ღირებული დახმარება. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, სკაიპით ან იმეილით სამუშაო საათებში საქართველოში ან არასამუშაო დროს ამერიკაში (იხილეთ „კონტაქტი“ სამუსაო საათებისა და საკონტაქტო ინფორმაციისთვის).